გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრი თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდების პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო და თხილის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გაწეული საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა.