ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობაშია", ოპოზიციონერ დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამის პარალელურად დაპირისპირება გრძელდება თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ კეზერაშვილს და მერაბიშვილს აკრიტიკებს.