რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იუწყება.
ვორონეჟი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 180 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს ესაზღვრება.
აღნიშნული ოლქები ბოლო პერიოდში ხშირად იბომბება, რაშიც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა კიევი თავდასხმებში მონაწილეობას არ ადასტურებს.