სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.