მომღერალი ტინა ტერნერი, 24 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები და ცნობილი სახეები კვლავ გამოხატავენ პატივისცემას და თანაგრძნობას შემსრულებლის ოჯახის მიმართ, მისმა გარდაცვალებამ, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ღრმა ჭრილობა გაუხსნა მის ოჯახს.
ტინამ განიცადა მისი ორი ბიოლოგიური ვაჟის, კრეიგ ტერნერისა და რონი ტერნერის ტრაგიკული დაკარგვა. მას ორი ნაშვილები ვაჟი აიკ ტერნერი უმცროსი და მაიკლ ტერნერი ჰყავს. მომღერალს ორი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი დარჩა, რომელთა შეხვედრის საშუალება მას სიცოცხლეშივე არ ჰქონია. ოჯახის ზოგიერთი წევრი კვლავ შოკშია მისი გარდაცვალების გამო. ისინი აცხადებენ, რომ მათ არასოდეს გაუგიათ, რამდენად ავად იყო იგი ბოლო წლებში. თვანა ტერნერმა, თინას პირველი მეუღლის, აიკ ტერნერის ქალიშვილმა თქვა:
„გაერთიანების დროა... ოჯახს ძალიან უნდა და სჭირდება გაერთიანება.“
ტინა არ იცნობდა შვილის, რონის შვილებს, რაკელსა და რენდს. ის არასოდეს შეხვედრია თავის პატარა შვილთაშვილებს: ტაისონს და ტირისს. მის ბიოლოგიურ შვილს კრეიგს და ნაშვილებ აიკ უმცროსს არასოდეს ჰყოლიათ შვილები. მაიკლს ჰყავს ქალიშვილი, ტიფანი ტერნერ-დუკსი. მან სამი შვილი გააჩინა: ქალიშვილი მარლი და ვაჟები - ამარი და ჯანი.