ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას ირანული Shahed-ის ტიპის დრონებითა და რაკეტებით ესხმიან თავს.
წინასწარი მონაცემებით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები ТУ-95мс-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან განახორციელეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.