ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს "საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები". პროექტის მიზანია დაინტერესებული პირების გადამზადება საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრობისთვის. ამასთან, კურსი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო კულტურის განმტკიცებას.
კურსის მონაწილეები დეტალურად ეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პრინციპებს, საკანონმდებლო სიახლეებსა და საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენებით ტარდება იმიტირებული კენჭისყრა.
„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 29 მაისს დაიწყო და 24 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტში 16 000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობს. ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 206 ტრენერი უზრუნველყოფს.