ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა მიმდინარეობს. ქართველი და ევროპელი კანონმდებლები საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესსა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს განიხილავენ. სხდომის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან. შეხვედრას ოპოზიციიდან ნაციონალური მოძრაობის და გირჩის წევრები ესწრებიან.