საფრანგეთში, ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, დაჭრილთა შორის რამდენიმე ბავშვია - Palitra News

საფრანგეთში, ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, დაჭრილთა შორის რამდენიმე ბავშვია

2023-06-08 15:56:25+04:00

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის არის რამდნიმე სამ წლამდე ბავშვი. შეიარაღებული პირი პოლიციამ უკვე დააკავა.