აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას საქართველოც იწვევს - POLITICO - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას საქართველოც იწვევს - POLITICO

2023-06-08 15:56:17+04:00

POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ, ჯიმ ო’ბრაიენზე დაყრდნობით იმ ქვეყნებზე წერს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა 5 ქვეყანა, ესენია - თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.