საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია დაა ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მინიმუმ 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.