იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? - ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში სამოქმედო გეგმაზე საუბარს ჯერ ერიდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მისივე პარტიით პრემიერობისთვის იბრძოლოს.სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. "ოცნებისთვის" გაუგებარია როგორ შეძლებს მესამე პრეზიდენტი პილიტიკაში ყოფნას, თუ მისი მდგომარეობა მძიმეა.