ავიაკომპანია Wizz Air-ი უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს. ამის შესახებ შესაბამისი შეტყობინება უნგრული კომპანიის ვებგვერდზე გამოჩნდა. კერძოდ, 12 ივნისიდან უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაგეგმილ რეისამდე მხოლოდ 24-საათით ადრე იქნება შესაძლებელი და შესაძლებლობის ფანჯარა ფრენამდე 3 საათით ადრე იქნება ღია, მაშინ როცა აქამდე რეგისტრაციის გავლა ფრენამდე 48 საათით ადრე იყო შესაძლებელი.
ცვლილება გავრცელდება დაბალფასიანი ბილეთების მფლობელებზე, რომლებსაც თვითმფრინავში ადგილის შერჩევაში თანხა არ გადაუხდიათ. ხოლო ისინი, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ, რეგისტრაციის გავლას კვლავ ფრენამდე 30 დღიდან 3 საათამდე დროის მონაკვეთში შეძლებენ.
ცნობისთვის, Wizz Air საქართველოში რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან 3 ხომალდით და 27 მიმართულებით ასრულებს