საქართველოს საერთაშორისო რეზერვები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ბოლო ერთ თვეში მცირედით შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში, მთლიანმა რეზერვებმა 5 მილიარდ 133 მილიონი დოლარი შეადგინა, 31 მაისის მონაცემებით კი 5 მლრდ დოლარამდე დავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეზერვები 1.1 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები, 3 მილიარდ 885 მილიონ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით 4 მილიარდ 547 მილიონს შეადგენს, მაშინ, როცა 30 აპრილის მდგომარეობით 4 მილიარდ 661 მილიონი დოლარი იყო, ანუ შემცირება ამ ნაწილში 114 მლნ დოლარია.
რაც შეეხება სხვა სარეზერვო აქტივებს, ის დაახლოებით 3,5 მლნ-ს შეადგენს. რეზერვების კიდევ ერთი კომპონენტი ოქროა, რომელშიც ეროვნული ბანკი სახსრებს არ ინახავს