"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის.საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ორგანიზაციამ პარლამენტში დღეს წარადგინა, მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, გაძლიერებას.
ცვლილება დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებასა და დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას გულისხმობს.
ასევე თანამდებობის პირთა იმ წრის გაფართოებას, რომელიც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება ევალება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წევრები მიიჩნევენ, რომ დეკლარირების გამართული სისტემა კორიფციის რისკებს შეამცირებს და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხსს გააუმჯობესებს.