ევროკომისიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 345 ათასი ვაქცინა საჩუქრად გადასცა
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის” საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა.
აღნიშნული ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება თურქულის ახალი შტამის (SAT-2) საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, თურქულის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტ მანიპულაციას (ვაქცინაცია/რევაქცინაცია) ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დაავადება „თურქული“ ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და სხვა) მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. დაავადება უდიდეს ზიანს აყენებს, როგორც მთლიანად მესაქონლეობის მიმართულებას, ასევე ქვენის ეკონომიკას. „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.