თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ლაჩაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული და მედიკამენტებს დღემდე იღებს.გამოძიების ინფორმაციით, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი მეუღლე, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.