აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან. მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება შესაძლებელი გახადა.