1. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ისრაელის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელში დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. კამალა ჰარისის კრიტიკას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი გამოეხმაურა. საპასუხოდ, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, ტომ ნიდესმა განაცხადა, რომ ჰარისის ყოფნა ისრაელის საელჩოს ღონისძიებაზე ორ ერს შორის ურთიერთობების სიძლიერეზე ხაზს უსმანს.