თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სწავლება „დიდგორი 2023“ - ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა. „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს.