ყოფილი ცოლის ავტომობილში თოკით გაგუდვის და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ყოფილი ცოლის ავტომობილში თოკით გაგუდვის და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2023-06-07 19:38:58+04:00

პროკურატურამ 31 წლის მამაკაცს, რომელიც ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა რომ 4 ივნისს თბილისში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო. პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.