"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას მიზანმიმართულად დაბრკოლებას უქმნის - რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის და ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან - Palitra News

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას მიზანმიმართულად დაბრკოლებას უქმნის - რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის და ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან

2023-06-07 19:28:40+04:00

„ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას მიზანმიმართულად დაბრკოლებას უქმნის. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ. ხელისუფლების ამ განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა. პარალელურად, აღნიშნულ თემას ეხმაურებიან ოპოზიციისა და ეკონომიკის ექსპერტებიც.