ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ვილნიუსში დაგეგმილმა ნატო-ს სამიტმა მკაფიო გზავნილი უნდა გააგზავნოს, რომ ალიანსი მზადაა იბრძოლოს არა მხოლოდ მისი ტერიტორიის თითოეული გოჯისთვის, არამედ საჭიროების შემთხვევაში, აგრესიის პირველი წუთიდან.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ნატო-ს მოუწოდა მიიღოს ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმები, ასევე, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა ბალტიის რეგიონში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
„მადრიდის სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების სიტუაცია ბალტიის რეგიონში მხოლოდ გაუარესდა. რუსული საფრთხე არ გამქრალა და უფრო მეტიც, კრემლს საკუთარი ტაქტიკური ბირთვული არსენალის ნაწილი ბელარუსში გადააქვს“, - აღნიშნა ნაუსედამ.
გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინის მომავალი ნატო-შია.