ავტობუსის ზოლში გადასაადგილებლად, ტაქსის სპეციალური სტიკერი 1600-ზე მეტ მძღოლზე გაიცა, ელექტრონული გადახდისთვის QR კოდები კი 200-ზე მეტ ტაქსის მძღოლმა მიიღო.
ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცვლილებები A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებს ეხებათ, რომლებსაც 10 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილი ჰყავთ.
დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ საავტობუსე ზოლში გადაადგილებისთვის აუცილებელია ტაქსის სპეციალური მანიშნებელი ან სტიკერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.