საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა, მისი თქმით, თანამემამულეებს რომლებიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხობრობდნენ საშუალება ექნებათ 10 წლის ნაცვლად 5 წელში მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან.