"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას მიზანმიმართულად დაბრკოლებას უქმნის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე დად,ებულ ვეტოს დაძლევენ.პარალელურად, ოპოზიციის განმარტებით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ქართული ოცნების სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ტოტალური კონტროლი.