გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, მხოლოდ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდონ.
მათი ცნობით, უახლოეს მომავალში გამოცდების განრიგი, საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გამოქვეყნდება.
„მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდეთ. სოციალურ მედიაში 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.