ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენშტაბის ცნობისთ, გასულ 24 საათსი რუსულმა ძალებმა 35 სარაკეტო, 41 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 57 თავდასხმა განახორციელეს. ჯამში გასულ დღეს ფრონტის ხაზზე 30 შეტაკება მოხდა. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩება. გენშტაბის ცნობითვე დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც. უკრაინის დამცველებმა გასულ დღეს ოკუპანტების ერთი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატი და ოთხი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.