გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებას სამხრეთ უკრაინაში ათასობით ადამიანისთვის მძიმე და გრძელვადიანი შედეგები ექნება. მისი თქმით, მძიმე შედეგები მოსახლეობისთვის ფრონტის ხაზის ორივე მხარეს სახლების, საკვების, უსაფრთხო წყლისა და საარსებო წყაროს დაკარგვით გამოიხატება.
კახოვკაში მომხდარს გამოხმაურება არაერთი საერთაშორისო ლიდერის, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდანაც მოჰყვა. მისი თქმით, ამერიკა მეგობარ ქვეყანას არ მიატოვებს და დაეხმარება.