ბალენსიაგამ ახალი კოლექცია ფიზიკური სივრცის ნაცვლად, ციფრულ ფორმატში წარადგინა. ბრენდის ოფიციალურ არხზე 5-წუთიანი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც მოქმედება პარიზში, ბრენდის 1937 წელს გახსნილი ატელიესთან მიმდინარეობს.
ვიდეოში ადამიანები შენობაში შედიან, იქიდან გამოდიან, დარბიან, ველოსიპედს ატარებენ, ძაღლს ასეირნებენ, წვიმას გაურბიან — ალბათ ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი დღე ყველა ქალაქში, ოღონდ ყველას ბალენსიაგა რომ ეცვას.
ახალ კოლექციაში შავი და ნაცრისფერი ფერები, დიდი ზომის ქურთუკები და მოსაცმელები, ჯინსი და ტყავი დომინირებს.
აქსესუარებს შორის თვალში მოგხვდებათ მუქი ფერის სათვალეები, შარვლის ზემოთ პირსახოცის მსგავსი აქსესუარები, აპრეხილცხვირიანი ფეხსაცმელები და ჩანთები, რომელთა მსგავსსაც ყოველდღიურობაში პროდუქტების სატარებლად ვიყენებთ.