სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს მიმართავენ. ამბობენ, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან აკადემიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო უსაფუძვლოდ ერევა და აზიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების შემსწავლელ ფაკულტეტებს, კონკრეტულად ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამას.