საფრანგეთში ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, ამჯერად აქციის მონაწილეთა რაოდენობა ბევრად მცირე იყო ვიდრე წინა აქციებისას. პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იყო. აქციის მონაწილეებს ბანერები წარწერით „არა საპენსიო რეფორმას, არა ოლიმპიადას“ ჰქონდათ.
მედიის ინფორმაციითვე, მომიტინგეთა ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტს მომავალ ზაფხულს დაგეგმილი ოლიმპიადის ჩაშლით დაემუქრა, თუ მაკრონი უკან დახევას არ აპირებს.