უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსების მიერ შექმნილი კატასტროფა უკრაინას ვერ შეაჩერებს, რომ საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელოს.
ზელენსკის თქმითვე, ეს ოკუპანტების ამ ტერიტორიაზე დარჩენის შანსებს არ გაზრდის.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება "ყველა დონეზე" ხალხის გადასარჩენად და სასმელი წყლით მათ უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს.