პრინცი ჰარი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა. როგორც BBC წერს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც სასამართლოში მოწმის სტატუსით წარდგება.
საქმე ეხება Mirror Group Newspapers-ის სამი გამოცემის: Daily Mirror-ის, Sunday Mirror-ის და Sunday People-ის წინააღმდგე დაწყებულ გამოძეიბას, რომლის მიხედვითაც 1991-2011 წლებში ისინი სატელეფონო საუბრებს უკანონოდ უსმენდნენ. Mirror Group-ის წინააღმდეგ ჩვენებას პრინცი ჰარის გარდა კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი მისცემს. მათ შორის ძირითადად პოლიტიკოსები, სპორტსმენები და მსახიობები არიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება დაზარალებულებს ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს.