ირანმა ადგილობრივი წარმოების პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა - Palitra News

ირანმა ადგილობრივი წარმოების პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

2023-06-06 15:31:59+04:00

ირანის ახალი ამბების სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ირანმა ადგილობრივი წარმოების პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა. მედიასაშუალება ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ახალ იარაღს Fattah უწოდეს.

იარაღის გამოცდას ქვეყნის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაჰისი და ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარული კორპუსის მეთაურები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ჰიპერბგერით რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 1 400 კმ-ს შედგენს.