უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე ბრიგადამ ააფეთქა. მათივე ცნობით, არსებული ინფორმაცია წინასწარია, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ დადასტურდეს.
"უკრჰიდროენერგოს" პირველადი შეფასებით, ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა კი მთლიანად არის განადგურებული.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვსკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს.
ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.