"ნაციონალური მოძრაობა "ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების შესაცვლელად თანამშრომლობას სთავაზობს. პარტიის თავმჯომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების იარაღი ახლა სწორედ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას გააჩნია. ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციის შექმნის იდეას ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს. მეორე ნაწილი კი საჭიროების შემთხვევაში არჩევნებში საერთო სიით მონაწილეობასაც კი განიხილავს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ აქვს და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მმართველი გუნდის რეიტინგზე გავლენას ვერ იქონიებს.