კოალიციამ "ინფორმაციის სანდოობისთვის" კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე მსჯელობას, კრემლის გავლენის სხვადასხვა ვექტორებისა და საქართველოს სახელმწიფოს არსებული (თუ არარსებული) პოლიტიკის ანალიზს დაეთმო. კოალიციის წევრებმა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ მომზადებული კვლევები წარადგინეს.