“ქართული ოცნება”, პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას რუსული ფულის აღებაში ადანაშაულებს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, ხოშტარია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც მოსკოვის კრიტიკის პარალელურად, რუსული რუბლი ერიცხება. საკითხს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრშიც. “ქართული ოცნების” ოპონენტების ნაწილი ხელისუფლების ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს, განსხვავებული პოზიცია აქვს “გირჩის” ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს. მისი თქმით, ოპოზიციური მედია ხოშტარიასთან მიმართებით ლოიალურია და საკითხით სათანადოდ არ ინტერესდება.