ჩვენი პრობლემები ყველასთვის თვალსაჩინო რომ იყოს… - Palitra News

ჩვენი პრობლემები ყველასთვის თვალსაჩინო რომ იყოს…

2023-06-06 10:39:34+04:00

პერსონალური მონაცემების დაცვაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ — როგორც საზოგადოების რიგითი წევრები, ისე დიდი ბრენდები. ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად კი არაერთი ინიციატივით გამოსულან კომპანიები. ახლა კი Apple-მა თავისი ყურადღება იმ თემისკენ მიმართა, რომელზეც ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე… საუბარია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე.

რეკლამის სიუჟეტი საავადმყოფოს მოსაცდელ ოთახში ვითარდება, სადაც პაციენტების პირადი ჯანმრთელობის სირთულეები სააშკარაოზე გამოდის — ყველასთვის ცნობილი ხდება, ვის რა აწუხებს. ეს სიმბოლურად მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლებმა მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია გაუზიარეს ჯანმრთელობის აპლიკაციებს.

ხოლო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პირადი მონაცემების გაჟონვა არ აწუხებს, Apple Health app-ის მომხმარებელია. ასე ვიდეო ხაზს უსვამს ჯანმრთელობის აპლიკაციის დაპირებას, რომ დაიცავს მომხმარებლების ჯანმრთელობის პირად ინფორმაციას…