Aerosmith-მა გამოსამშვიდობებელი ტურნე, „Peace Out“-ი დააანონსა - Palitra News

Aerosmith-მა გამოსამშვიდობებელი ტურნე, „Peace Out“-ი დააანონსა

2023-06-06 10:37:59+04:00

ცნობილმა როკჯგუფმა Aerosmith-მა გამოსამშვიდობებელი ტურნე „Peace Out“-ი დააანონსა, რომელიც ორ სექტემბერს აიღებს სტარტს და 2024 წლის 26 იანვარს დასრულდება. ტურნეს ფარგლებში, ვეტერანი ბენდი ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით ჯამში 40 კონცერტს გამართავს.

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნე როკჯგუფის 50 წლის იუბილესაც მიეძღვნება. THX-ის მხარდაჭერით, ბენდის მიერ ტურნეს ფარგლებში გამართული თითოეული კონცერტი უახლესი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რაც გულშემატკივრისთვის Aerosmith-ის კლასიკური როკის ჰანგების უმაღლეს ხარისხში მოსმენის გარანტიაა. თავად ჯგუფი კი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მსმენელს მათ ისტორიაში საუკეთესო შოუს ჰპირდება.