მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა - Palitra News

მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა

2023-06-06 10:08:51+04:00

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გამოცდილმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილი 28 წლისაა, ის მოსკოვში დაიბადა. 2016/17 წლების სეზონიდან ის უკვე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.2020 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მისი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო. მორისი 2018 წელს პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშე იყო.