მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა თბილისში, 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, სრულად იზიარებს განცხადებას, რაც ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
„ყურადღებით ვაკვირდებით 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს,“ – აღნიშნა სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.