საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, „სლავკოვის ფორმატის" ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.
გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ასევე საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც.