უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის პრესსამსახურის განცხადებით, რუსები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის დაღუპვის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი განმარტებით, რუსი პროპაგანდისტების მტკიცებით, ბუდანოვი ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა და მიმდინარეობს მზადება მისი დაკრძალვისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამდება. უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით უკრაინის მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობს.