შრომის ინსპექციის წარმომადგენლები რესტორან „რეტროზე“ - უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება - Palitra News

შრომის ინსპექციის წარმომადგენლები რესტორან „რეტროზე“ - უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება

2023-06-05 19:44:05+04:00

ბათუმში რესტორან "რეტროში" შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა სამუშაოები ჩაატარეს. როგორც სამუშაოების დასრულების შენდეგ განაცხადეს, კვების ობიექტზე შრომის ინსპექციის უსაფრთხოების ნაწილში კრიტიკულად შეუსაბამობა დაფიქსირდა და სამუშაო პროცესი ნაწილობრივ შეჩერდა. რესტორან რეტროში მომხდარ შემთხვევას, რომ კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს წყენას იწვევდა, ბრალდებულის ადვოკატი, სიცრუეს უწოდებს . ადვოკატის განმარტებით არსებობს კადრები სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან რესტორნის მფლობელს თავად თანამშრომლები. უფლებადამცველის მიერ გაჟღებელ ინფორმაციას რესტორნის თანამშრომლები უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ რესტორნის მფლობელისგან სიტყვიერ შეურაწყოფას წლების განმავლობაში იტანდნენ, თუმცა არ ჰქონდათ მოლოდინი რომ ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა.