იუსტიციის მინისტრის, თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება. აღნიშნულის შესახებ რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.