ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მშობლების მტკიცებით, 3 წლის ბავშვი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ მორალური ზიანის სახით ბაღს 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.