2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ აღნიშნული დღის ჩასატარებლად საქართველო იქნა არჩეული, რადგან ამ დღის მთავარი თემა ტურიზმი და მშვიდობა იქნება.