ვენესუელაში, ტალავერას ოქროს მომპოვებელ მაღაროში ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 12 მაღაროელი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაღაროს ნაწილი ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა.
მაშველებმა 112 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, ტალავერას მაღაროში გვირაბებს ოქროს მაძიებელი არაოფიციალური მაღაროელები ხსნიან.